Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა Fireflies-ის და Amosa-ს წარმომადგენლებთან

ხვალ, 23 დეკემბერს 17:00 საათზე ონლაინ ფორმატით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანიების Fireflies-ის და Amosa-ს  წარმომადგენლებთან. Fireflies ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ეხმარება საერთაშორისო კომპანიებს ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში, ხოლო კომპანია Amosa ღვინის საერთაშორისო კომპანიაა რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და საახალწლოდ  მარკეტინგით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს კონკურსს: 

საახალწლო პროექტი ამოსასგან - გაათავისუფლე ქართული ღვინო

პროექტის მიზანია გავახალისოთ ქართული ღვინის ინდუსტრია, ვებრძოლოთ სტერეოტიპებს და შემოვიტანოთ ბაზარზე ახალი იდეები.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველი - რატომ არის ქართული ღვინო თანამედროვეობისთვის საინტერესო - მონაწილეებმა უნდა ააწყონ პრეზენტაცია და წარმოადგინონ შემდეგ მეილზე: info@gwt.ge

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც წყვილში ასევე ინდივიდუალურად 
 

შეფასების კრიტერიუმები:

  • ლოგიკა
  • მესიჯების ორიგინალურობა
  • სტრუქტურული გამართულობა
  • პრეზენტაციის ვიზუალი
  • ფაქტობრივი სიზუსტე


მომდევნო ეტაპზე გადასული მონაწილეები კი შეიკრიბებიან ვორქოფზე და ადგილზე მოუწევთ თავი გაართვან სხვადასხვა ტიპის დავალებებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 1000ლ-ის ოდენობით და ასევე გახდება კომპანიის ღვინის ელჩი. 



კონკურსის დეტალებსა და მარკეტინგის შესახებ პრაქტიკული რჩევების მისაღებად გაიარეთ რეგგისტრაცია ონლაინ შეხვედრისთვის: 

https://forms.gle/H1EdePeoGhwyRsLG9